ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
პროექტის აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს იმ ქართული ტერიტორიების შესახებ, რომელნიც ისტორიულ (თუ ახლო) წარსულში შედიოდნენ ქართული სახელმწიფოს ფარგლებში, მოქცეულნი იყვნენ ქართული კულტურის არეალში.
პროექტის სრული აღწერა: ჯგუფურად დაყოფილი მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმ ისტორიული ქართული ტერიტორიების შესახებ, რომელნიც დღეს დაკარგულია ან რომლებზედაც ჯერჯერობით ვერ ვრცელდება ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია. ჯგუფები იმუშავებენ; ტაო-კლარჯეთის, საინგილოს, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ისტორიაზე, ისინი მოიძიებენ სამეცნიერო და ინტერნეტმასალებს საქართველოს ისტორიულ მიწებთან დაკავშირებით, დაამუშავებენ ისტორიულ წყაროებს, შეაგროვებენ ფოტო/ვიდეო მასალებს თითოეული კუთხის ისტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნების, ისტორიული თავგადასავლის, ეთნოგრაფიის, არქიტექტურული ძეგლების, კულტურული თავისთავადობის, სოფლების, ქალაქების აღწერილობის შესახებ, შეაგროვებენ მონაცემებს ცნობილი ისტორიული პირების შესახებ, რომელთა მოღვაწეობაც უკავშირდება რომელიმე დაკარგულ (თუ დროებით დაკარგულ) ქართულ ტერიტორიას.
მოსწავლეები შეხვდებიან საქართველოს დაკარგული კუთხეების ისტორიის მკვლევარ მეცნიერებს, ჩაატარებენ კონფერენციას თითოეული კუთხის ისტორიასთან დაკავშირებით, გამოუშვებენ თემატურ კედლის გაზეთებს, დაწერენ ესეებს, მოპოვებულ ისტორიულ მასალებს მოსწავლეები განათავსებენ ვებ-საიტებზე.
მოსწავლეთა ასაკი – შეუზღუდავი
ვადა – 1 წელი
შესაძლო აქტივობები კლასში – ინფორმაციების მოძიება, მეცნიერებთან შეხვედრა, კედლის გაზეთის გამოშვება, ესეების დაწერა თემაზე: `ჩემი ტკივილი – საქართველოს დაკარგული ტერიტორიები~, მოცემულ თემაზე ელექტრონული ვერსიის შედგენა-შევსება.
მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს ისტორიული ტერიტორიების წარსულისა და დღევანდელობის შესახებ ინტერნეტმასალების გამდიდრება, ესეების დაწერა, კედლის გაზეთების გამოშვება.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საკუთარ სამშობლოს ისტორიას, საქართველოს ისტორიული კუთხეების ბედს, თანატოლებსაც გააცნობენ სამშობლოს წარსულისა და თანამედროვეობის ტრაგიკულ თუ საამაყო ფურცლებს, მათ გაუღვივდებათ ეროვნული ცნობიერება და ჩამოუყალიბდებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედის მიმართ.
სამუშაო ენა – ქართული
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან), ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ისტორიული წარსულის მიმართ, ჩამოუყალიბდებათ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვისათვის აუცილებელი ჩვევები, ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების, ანალიზის უნარი.
მონაწილეობა სხვა სკოლებიდან –
პროექტის ფასილიტატორის სახელი –ნანა ირემაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა – iremnana3@gmail.com
პროექტის ფორუმი: